მთავარისიახლეებიგანვიცდი წამებას, იატაკზე მძინავს - ნანა სანდერი

განვიცდი წამებას, იატაკზე მძინავს – ნანა სანდერი

Published on

პროევროპულ აქციაზე დაკავებული ნანა სანდერი ამბობს, რომ რუსთავის ციხეში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. მისი ინფორმაციით, მას ხშირად საკანში იატაკზე სძინავს, რადგან ორთოპედიული მატრასი, რომელიც მისთვის არის საჭირო ამ დრომდე არავის მოუტანია.

ქალი ამბობს, რომ არ ჩაუტარეს არც სათანადო სამედიცინო კვლევები. “აუტანელი ტკივილები მაწუხებს კისრის, ხერხემლის, ზურგის, წელის, მხრების მკლავების, კუნთების, სახსრების არეში”- წერს სანდერი.

პატიმარი ქალის მოთხოვნა, დაუყოვნებლივ შეუშვან მასთან ციხეში, კვალიფიციური ორთოპედი.

დღეს, ციხეში იატაკზე მძინავს ახლა, რადგან ორთოპედიული მატრასი არ მომიტანეს და არც ორთოპედი მომიყვანეს, რასაც მეხუთე დღეა, უშედეგოდ ვითხოვ. იქნებ, დაავადება ამ გზით შევიჩერო, რასაც ციხის ლეიბი იწვევს, თუმცა არც იატაკზე წოლა არც ტკივილგამაყუჩებლები არ მიყუჩებენ აუტანელ ტკივილებს, რომლითაც წამებას განვიცდი – კისრის, ხერხემლის, ზურგის, წელის, მხრების მკლავების, კუნთების, სახსრების… უძილობისგან და ტკივილებისგან დაქანცულს მეძინება მხოლოდ.

აუტანელი ტკივილებისგან უნდათ რომ თვითმკვლელობამდე მიმიყვანონ – ეს პოლიტიკა ტარდება ციხის დირექტორი ნესტან ვერულაშვილისგან, „პროკურორი“ ლაშა ცქვიტარიასგან და სხვა დანარჩენი სისხლის სამართლის დამნაშავე რუსული ტერორისტული რეჟიმის წარმომადგენლებისგან, რომელთა დასანქცირებაც ის მინიმუმია რაც წესით უნდა გააკეთოთ”- წერს პატიმარი.

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...