მთავარისიახლეებიმსოფლიოჟენევაში აშშ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრამდე ტრამპმა და ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს

ჟენევაში აშშ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრამდე ტრამპმა და ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს

Published on

25 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს, რაც წინ უძღოდა ჟენევაში ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის დაგეგმილ შეხვედრას.

უკრაინის პრეზიდენტის სამსახურის განცხადებით, სატელეფონო საუბარში ასევე მონაწილეობდნენ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერიც.

ამასთან, ზელენსკიმ ტრამპთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა აფასებს უკრაინისთვის პრიორიტეტულ საჭიროებათა სიის (PURL) ინიციატივის დანერგვას.

“ეს ყველაზე რთული ზამთარია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტები, რომელთა შესყიდვაც უკრაინას აშშ-სგან შეუძლია, დიდად გვეხმარება ამ გამოწვევებთან გამკლავებასა და ადამიანთა სიცოცხლის დაცვაში.” – წერია პრესრელიზში

განცხადების მიხედვით, ზელენსკიმ და ტრამპმა განიხილეს ის საკითხები, რომლებსაც მათი დელეგაციები ჟენევაში განიხილავენ. ლიდერებმა ასევე ისაუბრეს რუსეთთან შესაძლო სამმხრივი შეხვედრის შესაძლებლობაზეც.

“უკრაინის მოლოდინით, ამ შეხვედრით უნდა შეიქმნას შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკებებმა ლიდერების დონეზე გადაინაცვლოს. პრეზიდენტი ტრამპი ნაბიჯების ამგვარ თანმიმდევრობას ემხრობა”. – წერია უკრაინის პრეზიდენტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში..

ცნობისთვის, დღეს, 26 თებერვალს, შვეიცარიაში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი თეთრი სახლის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს შეხვდება.

ამერიკელი და უკრაინელი მაღალჩინოსნების თქმით, მოლაპარაკებების თემა, სავარაუდოდ, უკრაინის ეკონომიკური აღდგენის მიზნით შემუშავებული “კეთილდღეობის პაკეტი და მარტში რუსეთთან პოტენციური სამმხრივი შეხვედრისთვის მზადება იქნება.

სიახლეები

ნუ ცდიან ჩვენს ძალას, ვინც ეს სცადა, თავი რკინის მუშტით გაუტყდა – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე უმკაცრესი განცხადება გააკეთა ნახიჩევანის ინცინდენტის შესახებ, არმიას...

ირანი მათი მხრიდან ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას არ ადასტურებს

ირანის ხელისუფლებაში აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე თავდასხმაზე კომენტარი გაკეთდა - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე...

“საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი გზით” – კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ...

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა - როგორც აზერბაიჯანული მედია APA...