მთავარისიახლეებიმოკლული მასწავლებლის საქმეს კომისიური ექსპერტიზის დასკვნა დაერთო

მოკლული მასწავლებლის საქმეს კომისიური ექსპერტიზის დასკვნა დაერთო

Published on

საქალაქო სასამართლოში, თბილისში მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე ჩანიშნული პროცესი 20 წუთში დასრულდა.

მოსამართლემ საგამოძიებო უწყების წარმომადგენელს დაუკმაყოფილა შუამდგომლობა და ახლადგამოვლენილი მტკიცებულების სახით, საქმეს კომისიური ექსპერტიზის დასკვნა დაურთო.

რას ამბობს კომისიური ექსპერტიზა? – სამედიცინო ექსპერტებმა გიგა ავალიანის სხეულზე მიყენებული დაზიანების კვალი კიდევ ერთხელ შეაფასეს. დასკვნაში წერია, რომ ის შუბლის არეში მძიმე, ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად დაიღუპა.

ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, მათ შორის იყო კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც შემდგომ პროცესებზე გამოვიკვლევთ და მოხდა ამ მტკიცებულების დასაშვებად ცნობა.

განვმარტავ, რომ აღნიშნული საქმიდან გამოყოფილი არის საქმე გამოძიების ფარგლებში და ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვება, მტკიცებულების შეფასების შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება [ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით]. ყველა მიმართულებით მიმდინარეობს აქტიურად საგამოძიებო მოქმედებები, აქტიურად ვართ თანამშრომლობაში დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან და შესაბამისად ხდება ინფორმაციის და მტკიცებულებების მოპოვება,” – განაცხადა პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, მანამდე გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს – დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს ბრალდება დაუმძიმდათ. აქამდე მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდება, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას გულისხმობს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რა მოხდა?
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.

რამდენი პირი დააკავეს?
საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, აქედან, თავდაპირველად, ბრალდება ორ არასრულწლოვანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა ავალიანების მოთხოვნის შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ.

სიახლეები

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...