მთავარისიახლეებისაზოგადოება"ჩქაროსნული" მატარებლებით მგზავრობის ეპიზოდები, რომელთა დატოვებასაც 2025-ში ისურვებდით

“ჩქაროსნული” მატარებლებით მგზავრობის ეპიზოდები, რომელთა დატოვებასაც 2025-ში ისურვებდით

Published on

როცა ვაგონები გრაგანებენ გამალებით, მიქრიან და იცი, სად მიჰყავხარ მატარებლის ლიანდაგს, უკვე ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ კი იცი, სად მიჰყავხარ მატარებლის ლიანდაგს, მაგრამ სიმღერის ხასიათზე ვერ ხარ, რადგან ამ ყველაფერს ერთი მთავარი დეტალი – მოძრავი მატარებელი აკლია. შენი მატარებელი კი დგას.

და თუ საქართველოში დაიბადე და შენი დალიანდაგებული მგზავრობა საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტზეა დამოკიდებული, გამოდის, ხშირად ვერ ხარ ღიღინის ხასიათზე და, შენი მატარებლის ვაგონი კი არ მიქრის, არამედ დგას. მიზეზებს რა დალევს:

ლოკომოტივი სიცივეში გადახურდა, სრული გადატვირთვაა საჭირო;

მოთოვა და რკინიგზა ამას არ ელოდა დეკემბერში, არ იყო მზად;

ძაბვის ვარდნა, წნევის ვარდნა ქსელში, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, “სხვა შემადგენლობას ველოდებით, უნდა გადავსხდეთ”…

და ამ დროს თუკი შენი შვილისთვის პირველი კლასის VIP ბილეთი გაქვს ხელის კანკალით აღებული, შენს მერე რიგში მდგარი მეზობლისთვის გულის გასახეთქად, უნდა იცოდე, რომ ახლა, სადღაც წიფის გვირაბთან გაჩერებულ მატარებელში, მესამე კლასის მგზავრი და VIP განყოფილების მგზავრი, ფაქტობრივად ერთნაირად გამოიყურებიან: ორივეს ცივა და ორივეს შია, ორივეს გაურკვევლობის ჟამი უდგას. 

მაგფალითები? კი, ბატონო. ავიღოთ 29 დეკემბრის ორი ჩქაროსნული მატარებელი და ვნახოთ, რა ხდებოდა:

თბილისი-ფოთის ჩქაროსნული მატარებელი, რომელიც თბილისიდან 29 დეკემბერს, საღამოს, ექვსის ნახევარზე გავიდა და ფოთში უნდა ყოფილიყო თორმეტის ნახევარზე ღამით, 22:30-ზე ორ საათზე მეტხანს წიფაში იდგა და ძაბვის ვარდნის პრობლემის მოგვარებას ელოდებოდა.
დენი ჩაქრა უკვე ყველგან: მატარებელშიც და ბაქანზეც. პრობლ;ემა რომ თოვლის საფარს არ უკავშირდება, ადგილზე გადაღებულ ფოტოებზეც ჩანს. მგზავრები ჰყვებიან, რომ “ვიღაცები” პერიოდულად მოდიოდნენ, ძრავის და სისტემების გადატვირთვას უშედეგოდ ცდილობენ და მიდიოდნენ.
ორსაათნახევრიანი პაუზის შემდეგ თბილისიდან სხვა ლოკომოტივი მოვიდა, მგზავრები გადასხეს და მატარებელი დაიძრა. “საქართველოს რკინიგზამ” განცხადება მხოლოდ იმის შემდეგ გააკეთა, რაც მატარებლის პრობლემის შესახებ “ოდიშინიუსის” რედაქტორმა ლაშა ბერულავამ “ფეისბუქზე” დაწერა და ფოტოებიც გამოაქვეყნა. 
ანალოგიური სიტუაცია იყო გუშინ თბილისი-ზუგდიდის მატარებელზეც, რომელიც იმერეთში გაიჩხირა და სამის ნახევრის ნაცვლად, საღამოს ექვსზე ჩავიდა ზუგდიდში. იგივე შემადგენლობა საათნახევრის დაგვიანებით დაიძრა თბილისისკენ. აღსანიშნავია, რომ ეს მატარებელი დაახლოებით ორი კვირის წინაც გამოვიდა მწყობრიდან.
ფოტოები მოწოდებულია თბილისი-ფოთის მატარებლის მგზავრების მიერ.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...