მთავარიUncategorizedთბილისის საქალაქო სასამართლოში, ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტის, ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება ბრალდებული დათაშვილიც. ასევე, სასამართლო პროცესზე იმყოფებიან გერმანიის, დანიის, ნიდერლანდებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლები.

დათაშვილს დარბაზში მსხდომი პირები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, დათაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

დავაყენებთ სხვა შუამდგომლობებს, მათ შორის, სასამართლოს აცილების შუამდგომლობას, რადგან დაცვის მხარეს მიაჩნია, იმ პირობებში, როცა სასამრთლომ უნდა განიხილოს ის სისხლის სამართლის საქმე, სადაც ბრალდების მხარის ყველა მოწმე არის მისი თანამშრომელი, ჩნდება გონივრული ეჭვი, სასამართლოს ობიექტურობასთან დაკავშირებით. ჩვენ განჩინება არ ჩაგვბარებია, თუმცა, როგორც ჩემთვის ცნობილია, სააპელაციომ ძალაში დატოვა სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება,- განაცხადა თამარ გაბოძემ.

ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.

აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...