მთავარისიახლეებისაზოგადოებავინც ღირსეულად დახვდით ჩემ ღირსეულ შვილს, საპატიო ყარაულზე მეტს ნიშნავთ ჩემთვის -...

ვინც ღირსეულად დახვდით ჩემ ღირსეულ შვილს, საპატიო ყარაულზე მეტს ნიშნავთ ჩემთვის – ვანო ნადირაძის დედა

Published on

უკრაინაში გარდაცვლილი ვანო ნადირაძის დედა ანა მაღრაძე “ფეისბუქზე” ეხმიანება ფაქტს, რომ თავდაცვის სამინისტროს რიტუალების დეპარტამენტმა ვანო ნადირაძის ცხედარს საპატიო ყარაული არ დაახვედრა:

“ჩვენო გულშემატკივრებო, მე აქ წავიკითხე რომ წყენას გამოხატავთ, ვანოს საპატიო ყარაულით არ დახვდნენო, მე ამას არც მოველოდი და არც მწყენია, რაც მთავარია, თქვენ ყველა ღირსეულო ადამიანებო, ვინც იქ დახვდით ჩემ ღირსეულ შვილს ღირსეულად, ჩემთვის საპატიო ყარაულზეც მეტი იყავით, ყველას დიდი მადლობა.

მისმა თანამებრძოლებმა, სწორ მხარეს მდგარმა ხალხმა ხელით, საკუთარი მხრებით, საკმაო მანძილზე გამოიყვანეთ ჩემი შვილი და სახლამდე ცრემლით მოაცილეთ ყველამ ერთად. ჩემ მართალ გმირ შვილს დახვდა მართალი, საკმაო რაოდენობის ხალხი, გულწრფელი გულშემატკივრები, რომლებიც ჩემთვის საპატიო ყარაულზეც მეტი ხართ. ვიმეორებ, მე საპატიო ყარაულს არც მოველოდი და არც მჭირდებოდა.

უკრაინამ ღირსეულად გამოაცილა ჩემი გმირი შვილი და თბილისის ლასარეს ტერმინალზე უამრავი ღირსეული ხალხი დახვდა, ჩემ ღირსეულ გმირ, მამაც, შეუპოვარ შვილს. ის იბრძოდა საქართველოში და უკრაინაში გმირულად. მადლობა ამისთვის ჩემ ვანოს და თქვენ ყველას, ვინც იცით ასეთი გმირების ფასი”,- წერს ვანო ნადირაძის დედა.

შეგახსენებთ, უკრაინაში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ვანო ნადირაძის ცხედარი ლასარეს ტერმინალში ჩამოასვენეს, მას საპატიო ყარაული არ დახვედრია, რაც განსჯისა და ხელისუფლების კრიტიკის საგანი გახდა. ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ გაკეთებულა.

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...