მთავარისიახლეებიწულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარია მეორედ დაიბარეს

წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარია მეორედ დაიბარეს

Published on

წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარია ხელმეორედ დაიბარეს. წულუკიანის თქმით, კითხვები ყოფილ პრემიერთან და შს მინისტრთან ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით ექნებათ.

მისივე ინფორმაციით, გახარიას 23 ივნისს გამოკითხავენ. კომისიაზე ასევე დაბარებულია მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, გიორგი ჭოლაძე.

წულუკიანის თქმით, სწორედ ჭოლაძე იყო ის ადამიანი, რომელიც 20 ივნისის აქციების დარბევის დროს გახარიასთან ერთად, საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა. მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს კომისიაზე 19 ივნისს ელოდებიან.

“სხდომას 19 -ში გახსნის და დახურავს, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფ8ილი უფროსი, გიორგი ჭოლაძე, რომელიც 20 ივნისის აქციის დაშლაზე ისაუბრებს. ის მაშინდელ შს მინისტრ, გიორგი გახარიასთან ერთად იმყფოებოდა პარლამენტში, იმ ოთახში, საიდანაც გახარია გასცემდა ბრძანებებს“,-თქვა მან.

23 ივნისს ჩვენ გამოვკითხავთ ხელმეორედ ბატონ გიორგი გახარიას, რომელსაც შეტყობინება უკვე გაეგზავნა. ეს პროცედურა შეტყობინების ნაწილობრივ უკვე არის დასრულებული, თუმცა გრძელდება კანონით გათვალისწინებული წესის სრულყოფილად დაცვის მიზნით და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი გიორგი დამატებით გამოკითხვაზე გამოცხადდება იმისათვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩორჩანის, წაღვლის და იმ სოფლების თემაზე საუბარი, სადაც მან გვითხრა, რომ არც ერთი სანტიმეტრი ტერიტორიის მისი ამ გადაწყვეტილებით, რომელიც საგუშაგოს განთავსებას შეეხებოდა, ოკუპირებული არ ყოფილაო, ცენტრალურ ხელისუფლებას არ დაუკარგავს კონტროლიო და ჩვენ მოვისმინეთ წაღვლის მაცხოვრებლის ახსნა-განმარტება წინა კვირაში, სადაც მან თქვა რომ მთელი ტყე დაკარგა ქვეყანამ და დაიკავა ოკუპანტმა სახელმწიფომ. ეს ახსნა-განმარტებები და ჩვენები ერთმანეთთან რადიკალურად წინააღმდეგობაშია, ამიტომ ჩვენი ვალია, მას დამატებითი კითხვები დავუსვათ” – განაცხადა დღევანდელ სხდომაზე თეა წულუკიანმა.

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...