მთავარისიახლეები"ეგზისტენციალურ ბრძოლაში ვართ" - სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ CNN-თან

“ეგზისტენციალურ ბრძოლაში ვართ” – სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ CNN-თან

Published on

„ჩვენ ვართ ეგზისტენციალურ ბრძოლაში“ – ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში გააკეთა. მეხუთე პრეზიდენტმა უცხოურ მედიასთან ქართველების დაუღალავ ბრძოლასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.

ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოში შექმნილ ვითარებას პარტნიორები საკმარისად ვერ აფასებენ. მისი თქმით, თუ რუსეთი ამ ქვეყანაში ძალებს მოიკრებს, ეს ნიშნავს, რომ საფრთხეში აღმოჩნდება მთელი კავკასია და შავი ზღვის რეგიონი.

პირველ რიგში, მე ვაგრძელებ ჩემს მუშაობას როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი, რადგან საქართველოში ყველა სხვა ინსტიტუტი ახლა პარტიული ინსტიტუტებია. ისინი აღარ არიან სახელმწიფო ინსტიტუტები, აღარ არიან დამოუკიდებლები. ვერ დაასახელებთ ვერცერთ ინსტიტუტს, რომელიც დამოუკიდებელია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გვყავდეს ფიგურა, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს უწყვეტობას. რა თქმა უნდა, ეს სიმბოლურია, მე ვიყენებ ამ სიმბოლურ ნდობას, რომელიც მივიღე საქართველოში მცხოვრები ხალხისგან, რათა ვცადო ამ როლის მორგება, კოორდინაცია, ოპოზიციის გაერთიანება. ჩვენ გვჭირდება გაერთიანება, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ რეჟიმს… ვცდილობ, ვიყო საქართველოში ქუჩაში მდგომი ადამიანების ხმა და ჩემი კონტაქტების წყალობით, გარეთ გავაგონო მსოფლიოს ამ ადამიანების სათქმელი.

30 წლის განმავლობაში ქართველები ქუჩებში იყვნენ ყოველთვის, როცა ფიქრობდნენ, რომ არსებობდა რუსეთის მიერ საქართველოს მომავლისთვის საფრთხის შექმნის რისკი. ასე რომ, ჩვენ ვართ ეგზისტენციალურ ბრძოლაში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რატომ არ ნებდებიან ადამიანები, რადგან ეს არ არის ტიპიური ან უბრალოდ პოლიტიკური კრიზისი. ეს ბევრად მეტია და ის რეალურად ეხება საქართველოს მომავალს.

ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ჩვენი პარტნიორები საკმარისად ვერ ზომავენ, რომ მიმდინარე მოვლენები გამოწვევაა როგორც საქართველოს დემოკრატი პარტნიორებისთვის, იქნება ეს შეერთებული შტატები თუ ევროპელები, და რომ ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოთი, რადგან ეს სტრატეგიულად ეხება მთელ კავკასიას და ეხება შავ ზღვას და, შესაბამისად, ცენტრალურ აზიასთან კავშირებს. რუსეთი იქ გაცილებით ფართო გამოწვევას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დღეს უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და საქმე არ ეხება რუსეთის ყოფნას, როგორც ასეთს, ან რუსეთის სამხედრო ჩარევის შიშს. საქმე იმაშია, რომ რუსეთი იყენებს რაღაც ალტერნატივას, რომელშიც შეიძლება, უფრო თავისუფლად იყოს, ვიდრე პირდაპირი სამხედრო ჩარევის შემთხვევაში. ამერიკა და ევროპა ინვესტიციებს ახორციელებენ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების შესაქმნელად, დემოკრატიული ქვეყნის შესაქმნელად, შავი ზღვის სანაპიროზე ევროპისა და შეერთებული შტატებისთვის უსაფრთხო და სანდო პარტნიორის ჩამოსაყალიბებლად და ეს ყველაფერი მოულოდნელად ქრება ისე, რომ არავინ რეაგირებს თანმიმდევრულად პოლიტიკით. ეს არ ნიშნავს, რომ მათ ადგილზე რეაგირება უნდა მოახდინონ, მაგრამ მაინც უნდა შეძლონ სიტყვების ნათლად გამოყენება და იმის თქმა, თუ რა ხდება და მისი დახასიათება, – თქვა ზურაბიშვილმა.

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...