მთავარისიახლეებიროგორია ნებილეტის როლი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობაში

როგორია ნებილეტის როლი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობაში

Published on

როგორია ნებილეტის როლი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობაში
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილიანობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. დაავადებების ეს ჯგუფი მოიცავს გულთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა გართულებას, რომლებიც შესაძლოა საკმაოდ სერიოზული სიმპტომებით, ან სრულიად უსიმოპტომოდ მიმდინარეობდეს.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თვითმკურნალობა დაუშვებელია – მკურნალობის მეთოდები და სამკურნალწამლო საშუალებები აუცილებლად კარდიოლოგმა უნდა შეარჩიოს.

რა არის და რისთვის გამოიყენება ნებილეტი?

მედიკამენტი ნებილეტი – სელექციური ბეტა-ადრენობლოკატორების ჯგუფის პრეპარატია. მისი როლი უმნიშვნელოვანესია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობაში, რადგან იგი ამცირებს გულისცემის სიხშირეს და სისხლძარღვთა გამაფართოვებელი ეფექტით ხელს უწყობს სისხლის წნევის დაქვეითებას.

პეპარატი გამოიყენება: მაღალი არტერიული წნევისა (არტერიული ჰიპერტენზიის) და სტაბილური კორონარული არტერიების დაავადების სამკურნალოდ; მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის ქრონიკული უკმარისობის სტანდარტული მკურნალობისას, ხანდაზმულ პაციენტებში.

რა ინსტრუქციები უნდა დაიცვათ პრეპარატის მიღებისას?

ნებილეტის მიღებისას მკაცრად უნდა იყოს დაცული მკურნალი ექიმის მიერ რეკომენდებული დოზები და სხვა ინსტრუქციები. პრეპარატი მიიღება პერორალურად, ჭამამდე, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, სასურველია დღის ერთსა და იმავე დროს.

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს, ხოლო მაქსიმალური რეკომენდებული დოზა 2 ტაბლეტს, დღეში. საჭიროების შემთხვევაში ექიმს შეუძლია დოზის გაზრდა ან შემცირება.

მკურნალობის უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება, ვინაიდან ამან შესაძლოა გამოიწვიოს გულის უკმარისობის გაუარესება.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ნებილეტის მიღებამდე?

პრეპარატის მიღება არ შეიძლება თუ გაქვთ ჩამოთვლილი დარღვევებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე:

• დაბალი არტერიული წნევა;

• სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები კიდურებში;

 

• შენელებული პულსი (წუთში 60-ზე ნაკლები);

• გულის რიტმის დარღვევები (მაგალითად: მე-2 და მე-3 ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის გამტარობის დარღვევები);

• გულის უკმარისობა ან კარდიოგენული შოკი;~

 

• ბრონქოსპაზმი და ბრონქული ასთმა (მწვავე ან გადატანილი);

• თირკმლის მძიმე დაავადებები;

• ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ან შესუსტება;

• ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

როგორ უნდა მოიქცეთ ჭარბი დოზირების ან დოზის გამოტოვების შემთხვევებში?

პრეპარატის ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მის მოსვლამდე საჭიროა აქტივირებული ნახშირის მიღება.

დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: ბრადიკარდია (პულსის შენელება), ჰიპოტენზია (წნევის დაქვეითება), ბრონქოსპაზმი (ასთმის შეტევის მსგავსი ქოშინი) და გულის მწვავე უკმარისობა.

იმ შემთვევაში, თუ ნებილეტის დოზის მიღება თავის დროზე დაგავიწყდათ, დღის ჩვეულებრივი დოზის მიღება მოგვიანებით შეგიძლიათ. თუმცა ხანგრძლივი დაგვიანებისას (მაგალითად, რამოდენიმე საათი), როდესაც მოახლოებულია შემდეგი მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა გამოტოვოთ და შემდეგ მიჰყვეთ მკურნალობის ჩვეულ სქემას.

 

სიახლეები

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით,-ჰერჩინსკი

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით და მოვუწოდებთ, შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური...

ნიკა მელიას ბრალი წარუდგინეს – პროკურატურის განცხადებით, პოლიტიკოსს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა- მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის...

“ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ტყის საფარისგან სრულად გაწმენდილია” – ნინო ბურჭულაძე

„ მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აგრძელებს დმანისის, ბოლნისის და თეთრიყწაროს მუნიციპალიტეტებში სამთოწარმოების არეალის მიმდებარედ კულტურული...

აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს

აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დააკავეს. შსს-ს მიერ...