მთავარისიახლეებისაზოგადოებამარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სასამართლომ გიორგი შინჯიკაშვილს ზიარება აუკრძალა

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სასამართლომ გიორგი შინჯიკაშვილს ზიარება აუკრძალა

Published on

ეპისკოპოსს გიორგის (ჯამდელიანი) სავარაუდო მკვლელობის მცდელობა – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სასამართლომ, გიორგი შინჯიკაშვილს, რომელიც 12 მაისამდე ქვემო ქართლი სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ზიარება აუკრძალა.

ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მიერ სოცილაურ ქსელში გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი.

“ბრალდებულ ბატონ გ.შ, გულწრფელ სინანულამდე, აეკრძალოს წმინდა და საღვთო ზიარების მიღება, ხოლო სინანულის შემთხვევაში, დაექვემდებაროს წმინდათა შორის ჩვენი მამის, ბასილი კესარიელის 56-ე დადგენილებას და ოცი წელი დაჰყოს უზიარებელმა”, – წერია განჩინებაში.

როგორც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ოქმში წერს, საეპისკოპოსოს სასამართლოს საჭიროდ მიიჩნია საქმე თავისი კომპეტენციის ფარგლებში განეხილა.

საეპისკოპოსო სასამართლოზე გამოძახებულ იქნა ბრალდებული ბატონი გ.შ, რომლის ჩვენებაც მოსმენილ იყო. სასამართლომ ასევე მოისმინა მონაზონ თ.კ-ს დეტალური ჩვენება, სხვა სასულიერო პირების თანასწრებით, ასევე მოწმეთა ჩვენებები და ფაქტობრივი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც გამოიკვეთა, რომ ბრალდებულის მხრიდან ეპისკოპოსის წინააღმდეგ მართლაც არსებობდა განზრახვა ფიზიკური განადგურებისა”- წერია ოქმში.

ეპისკოპოსმა გიორგიმ 8 ივნისს თქვა, რომ სავარაუდოდ, გიორგი შინჯიკაშვილი მონაზვნის ხელით მის მოწამვლას გეგმავდა. ამის შესახებ მან წირვის დასრულების შემდეგ ქადაგების დროს ისაუბრა.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მის მკვლელობას ამზადებდნენ და ამისთვის გადაბირებული ჰყავდათ ერთ-ერთი მონაზონი. ამის შესახებ მეუფე გიორგი ჯამდელიანმა ამბიონიდან ისაუბრა.

სასულიერო პირის სკანდალური განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.

სიახლეები

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...

ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესის დასაგეგმად ექიმების კონსილიუმი შეიკრიბება

ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესში შესაძლოა უცხოელი ექიმებიც ჩაერთონ - ამის შესახებ "პირველებთან" კოალიცია “ცვლილებისთვის“...

სასკოლო წიგნების ყდებზე ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი-მიქანაძე

კონცეფცია იცვლება, ყდებზე ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი. მოგიყვანთ მარტივ მაგალითს, ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება ქართული...