მთავარისიახლეებისაზოგადოებაკოტე იოსელიანი გამოკითხვაზე დაიბარეს

კოტე იოსელიანი გამოკითხვაზე დაიბარეს

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ბოკუჩავას მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ, მის მეუღლე, კოტე იოსელიანს საგამოძიებო უწყებიდან დაუკავშირდნენ და გამოკითხვაზე დაიბარეს.

“პირველების“ ინფორმაციით, ის პოლიციაში მისვლას არ აპირებს და მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოითხოვს დაკითხვას.

ინფორმაცია ამის შესახებ “ტვ პირველის დღის ამბებს“ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბოტკოველმა დაუდასტურა.

მისი თქმით, პარტია მონიტორინგს გაუწევს შესაბამის ორგანოებს ან უწყებებს, როგორ მოხდება პარტიის თავმჯდომარის ქმრის გატაცების საქმის გამოძიება.

პოლიტიკოსი იქვე ამბობს, რომ დღეს საქმის ობიექტური გამოძიების მოლოდინი არავის აქვს.

“დადგება დრო და ეს ფაქტი აუცილებლად იქნება გამოძიებული“,- თქვა მან.

ცოტა ხნის წინ, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ სკანდალური განცხადება გააკეთა- მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, უტა ივანიშვილისადმი ბოდიშის ვიდეოს ჩაწერამდე, მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ.

ბოკუჩავა დეტალურად ჰყვება, როგორ მოხდა კოტე იოსელიანის გატაცება და შემდეგ მასზე ფსიქოლოგიური წეზოლის განხორციელება.

ენმ-ის ლიდერის თქმით, იოსელიანი გატაცების შემდგომ მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მისი ქმრის „ძალადობრივი გატაცების მიზეზი“ მისი გაჩუმებაა.

8 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს 7 წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს უხდის.

ვიდეო-მიმართვაში იოსელიანი ამბობს: “რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც იძულებული გავხდი, ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი”.

სიახლეები

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით,-ჰერჩინსკი

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით და მოვუწოდებთ, შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური...

ნიკა მელიას ბრალი წარუდგინეს – პროკურატურის განცხადებით, პოლიტიკოსს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა- მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის...

“ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ტყის საფარისგან სრულად გაწმენდილია” – ნინო ბურჭულაძე

„ მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აგრძელებს დმანისის, ბოლნისის და თეთრიყწაროს მუნიციპალიტეტებში სამთოწარმოების არეალის მიმდებარედ კულტურული...

აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს

აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დააკავეს. შსს-ს მიერ...