მთავარისიახლეები"ქართველები ძალიან კარგი ხალხია, ჩვენ ძალიან გვიყვარხართ" - "მთავარი არხის" ინტერვიუ ვოლოდიმირ...

“ქართველები ძალიან კარგი ხალხია, ჩვენ ძალიან გვიყვარხართ” – “მთავარი არხის” ინტერვიუ ვოლოდიმირ ზელენსკისთან

Published on

როგორია საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ამ ეტაპზე, რას ეტყოდა ქართველ ხალხს, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია პრემიერ კობახიძესთან, რომელიც ბუდაპეშტში იმყოფება და ევროპის პოლიტიკურ სამიტზე საერთო ფოტოს გადაღების დროს პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით იდგა – ამ საკითხებზე უკრაინის პრეზიდენტმა “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფთან ისაუბრა, მისი ჩაწერა ნინო სამყურაშვილმა და სერგი ბარამიძემ პრესკონფერენციის შემდეგ შეძლეს.

“საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობას სჭირდება უფრო მეტი, ვიდრე 5 წუთი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან ძლიერი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. გვქონდა და გვექნება. ჩვენი ხალხი ძალიან მადლიერია ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის ამ სრულმასშტაბიანი ომის დროს და ჩვენც ყოველთვის მხარს ვუჭერდით თქვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვიყავით რუსეთის საქართველოში შეჭრის წინააღმდეგი. დღეს ჩვენ არ გვაქვს კავშირები საქართველოს მთავრობასთან. მე ვფიქრობ, ეს ძალიან დასანანია.”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძესთან კომუნიკაცია ბუდაპეშტში მიმდინარე ღონისძიებების დროსაც არ ჰქონია.

“კობახიძესთან კომუნიკაცია არ გვქონია. არ მინდა რომ მოგატყუოთ.”

უკრაინის ლიდერმა 26 ოქტომბრის არჩევნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს გავლენა საქართველოს არჩევნებზე და ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა აირჩიოს ხელისუფლება

“ეს ძალიან დიდი პრობლემაა ვფიქრობ, რომ ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა აირჩიოს ხელისუფლება, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ამაზე გავლენა”

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის დარწმუნებულია რომ პაუზის მიუხედავად საქართველო მოახერხებს ევროკავშირის გზაზე წინსვლას.

“ქართველები ძალიან კარგი ხალხია, ჩვენ ძალიან გვიყვარხართ, ვიცი, რომ თქვენ დიდი პაუზა გაქვთ ევროკავშირის გზაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ თქვენ იქ მოხვდებით. მე ნამყოფი ვარ საქართველოში, ძალიან თბილი ხალხია, ძალიან ლამაზი ქვეყანაა, საუკეთესოს გისურვებთ, თქვენ გაიმარჯვებთ.” – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...