მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მივესალმები ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანებას, ახლა გაძლიერების დროა", - კობა ნაყოფია

“მივესალმები ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანებას, ახლა გაძლიერების დროა”, – კობა ნაყოფია

Published on

“მივესალმები ყველანაირ გაერთიანებას, ახლა არ არის იმის დრო, რომ წარსულში ვიქექოთ, ახლა ერთიანობისა და გაძლიერების დროა, რადგან მეორე მხარეს არის პრორუსული ქართული ოცნება”, – “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე კობა ნაყოფია

“მე ნაციონალური მოძრაობა არ დამიტოვებია და სადაც ვიყავი, იქ ვრჩები, წინადადება შემომთავაზა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომ გარკვეული პოზიცია დამეკავებინა ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში.

ამაზე პარტიაშიც გვქონდა დისკუსია და საბოლოოდ შევთანხმდით, რომ უფრო მეტად გაგვეძლიერებინა ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნოდ. პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა მიხეილ სააკაშვილს ნდობისთვის, ასევე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, იმ ადამიანებს, ვინც დღეს მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას. გეგმებს რაც შეეხება, მთავარი გეგმა არის დიდი გამარჯვება 26 ოქტომბერს. მოგეხსენებათ, ნაციონალური მოძრაობა არის ყველაზე დიდი და მყარი ოპოზიციური პარტია და მე ვისურვებდი, რომ უფრო დიდი პოლიტიკური ერთობა გვენახოს და ნაციონალურ მოძრაობას არაერთხელ გამოუთქვამს ამის მზაობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პარტია ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდეს, მაგრამ საქართველოში არ უნდა დარჩეს არცერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომლის ხმები, შესაძლოა, მოიპაროს ქართულმა ოცნებამ და ასევე გვჭირდება ფუნდამენტური თანხმობა იმაში, რომ არ მივცეთ საშუალება ბიძინა ივანიშვილს და ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რომ ზოგადად, ქართველი ხალხის ნება მოიპარონ ზოგადად, ამ არჩევნებზე.

ამისთვის აუცილებელია კოორდინაცია, მეტი პოლიტიკური პარტიის ჩართულობა, ერთიანი პოზიციების შემუშავება ერთად სვლა და ქართველ ხალხთან ერთად გამარჯვება.

მე მივესალმები ყველანაირ გაერთიანებას, ახლა არ არის იმის დრო, რომ წარსულში ვიქექოთ, ახლა ერთიანობისა და გაძლიერების დროა, რადგან მეორე მხარეს არის ქართული ოცნება, რომელიც არჩევნებს როგორც აატრებს, კარგად ვიცით. ამიტომ მას ქართველი ხალხის ხმები არ უნდა მოვაპარინოთ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება მობილიზაცია, რომ ჩვენი ქვეყნის ოპოზიურად განწყობილი ამომრჩევლის არცერთი ხმა არ წავიდეს ქართული ოცნების ყულაბაში.

შეიძლება არსებობდეს ადამიანებსა და ჯგუფებს შორის გარკვეული განსხვავებები, მაგრამ ნათელია, რომ კოალიციაში შემავალი ყველა ძალა არის პროდასავლური, რომელიც წაიყვანს საქართველოს ევროპისკენ, განსხვავებით ხელისუფლებაში მყოფი რუსული ოცნებისა, რომელმაც ძალიან კარგად დაგვანახა, რა გააკეთა, როცა მიიღო რუსული კანონი, ამიტომ, პროდასავლური ძალების გაერთიანება ყველანაირი ფორმით მისაღებია და მათ უნდას შეძლონ პრორუსული “ქართული ოცნების” დამარცხება”, – განაცხადა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ.

სიახლეები

ძალიან მეტკინა ამ კაცს ასე რომ მოექცნენ – მაჩალიკაშვილი გახარიაზე თავდასხმაზე

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარტია "საქართველოსთვის" ლიდერზე, გიორგი...

საქართველო იფიცება – 3 საათით ასობით კომპანია მუშაობას აჩერებს

ამ წუთიდან ქვეყანა იფიცება. საქართველოს ასობით კომპანია მუშაობას 3 საათით აჩერებს. 3 -დან 6...

სოციალური საწარმო ”Mego Bar”-ი დღეს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვას უერთდება

Mego Bar უერთდება საყოველთაო გაფიცვას, 15 იანვარს, 15:00 დან 18:00 სთ მდე არ იმუშავებს უფასო...

”საერთაშორისო გამჭვირვალობა” ზვიად ქორიძეზე თავდამსხმელების დაკავებას ითხოვს

   ბათუმში წუხელ მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო'' განცხადებას ავრცელებს,რომელსაც ოდიშინიუსი უცვლელად გთავაზობთვეხმიანებით...