ძაღლს, რომელმაც მარტვილში 22 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა – ორი ადამიანი აცრაზე უარს ამბობს

0
144

ძაღლს, რომელმაც მარტვილში, სხვადასხვა ადგილას 22 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა.

ის მერიამ დაკვირვებისთვის ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანა. მისი სიკვდილის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.

რაც შეეხება დაზარალებულ ადამიანებს, მათ პრევენციის მიზნით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი აცრა უკვე გაუკეთდათ. ამის შესახებ მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა როზა ჯანაშიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 22-იდან ორი პირი უარს აცხადებს მკურნალობაზე.

დანარჩენებს მოუწევთ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარება, რაც ოთხ აცრას მოიცავს.

წინა სტატიარეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა კონტრშეტევისთვის მზადების ფინალურ ეტაპზეა
შემდეგი სტატიადიდ დიღომში 12 წლის გოგონა არ გაგუდულა, ცხედარს 39 დაზიანება აქვს – ექსპერტიზის დასკვნა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური