მთავარისიახლეებისაზოგადოებადიდ დიღომში 12 წლის გოგონა არ გაგუდულა, ცხედარს 39 დაზიანება აქვს -...

დიდ დიღომში 12 წლის გოგონა არ გაგუდულა, ცხედარს 39 დაზიანება აქვს – ექსპერტიზის დასკვნა

Published on

12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამარათლო-სამედიცინო დასკვნა მზადაა. დასკვნა 28 აპრილს გადაეცა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს (ბავშვის დედას) და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბავშვის სხეულზე აღმოჩენილია 40-მდე სხვადასხვა სახის დაზიანება, რომელიც ბავშვს სიცოცხლის პერიოდში აქვს მიღებული და ემთხვევა მისი გარდაცვალების დროს:

„აღნიშნულია, რომ ბავშვს მიღებული აქვს მრავლობითი დაზიანება, როგორც სახის არეში, ისე ქვედა და ზედა კიდურებზე, მათ შორის, ზურგის არეში. დაზიანებებია როგორც პატარა, ისე საშუალო და დიდი ზომის. არის სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები. დასკვნაში დაზიანებებზე წარმოდგენილია ზოგადი ინფორმაცია, მაგრამ რა ვითარებას შეეძლო გამოეწვია ეს დაზიანებები, ეს იყო რაიმეს ზემოქმედებით თუ სხვა რა ფორმით მოხდა ამ დაზიანებების მიღება, ეს დასკვნაში აღწერილი არ არის. მითითებულია, რომ თითოეული ეს დაზიანება სიცოცხლის დროინდელია, გარდაცვალების პერიოდის. არა ვთქვათ, მანამდე ერთი კვირით ან თვით ადრე მიღებული, არამედ, ზუსტად იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც ბავშვი გარდაიცვალა“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ხატია ყურუა, ოჯახის ადვოკატი.

რაც შეეხება ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზს, ადვოკატის თქმით, დასკვნის თანახმად, გარდაცვალების ფაქტის დადგომა დაკავშირებულია ასფიქსიასთან:

„თუმცა, ასფიქსია გამოწვეული იყო სხვა პირის ზემოქმედებით, თუ რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი, არ არის აღნიშნული დასკვნაში, ამიტომ გვიჭირს კონკრეტული პასუხების გაცემა“.

როგორც ადვოკატი გვიხსნის, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ამჟამად მიმდინარეობს ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები და საქმის გარემოებების სრულფასოვანი შეფასება მხოლოდ აღნიშნული ექსპერტიზების დასკვნების შემდეგ გახდება შესაძლებელი:

„კითხვები დასმულია და ველოდებით მათგან პასუხებს. მაგალითად, აღმოჩენილია თუ არა ბავშვის სხეულზე სხვა პირის ბიოლოგიური მასალა, ასევე დაზიანებების ხარისხი. ჩვენ მივმართეთ საგამოძიებო სამსახურსა და პროკურორს დასკვნების დაჩქარების შუამდგომლობით. სამწუხაროდ, წინასწარ არ შეგვიძლია იმის თქმა, როდის გადმოგვეცემა ყველა დასკვნის პასუხი“.

ხატია ყურუა ამბობს, რომ 28 აპრილს მიღებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საჭიროებს დეტალურ ანალიზს, მათ შორის, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობას.

რადიო “თავისუფლება” 

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....