რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა კონტრშეტევისთვის მზადების ფინალურ ეტაპზეა

0
159

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი ამბობს, რომ ქვეყანა კონტრშეტევისთვის მზადების ფინალურ ეტაპზეა.

რეზნიკოვის თქმით, უკრაინელი სამხედროების წვრთნები, რომლებიც დასავლეთის მიერ მიწოდებული თანამედროვე ტექნიკის გამოყენებას ეხება, უკვე დასასრულს უახლოვდება.

“წვრთნები დასასრულს უახლოვდება. შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მოწოდების გარდა, ჩვენმა ჯარისკაცებმა მათი გამოყენება უნდა აითვისონ. ჩვენ ძალიან თანამედროვე სისტემები მივიღეთ…

გაგახსენებთ, რომ ტანკების კოალიციის გარდა, (რომელიც ძირითადად მოიცავს Leopard -2, Challenger-ისა და მოგვიანებით Leopard – 1 -ის ტიპის ტანკებს) ჩვენ კიდევ ველოდებით Abrams-ის ტანკებს. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ Abrams-ები კონტრშეტევაში არ მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენი ორივე ჯგუფი უკვე გაემგზავრა წვრთნებისთვის”, – თქვა რეზნიკოვმა.

როგორც რეზნიკოვმა განმარტა, კონტრშეტევის ზუსტ თარიღსა და დროს უკრაინის გენერალური შტაბი შეიმუშავებს.

წინა სტატიაუმანში რუსული სარაკეტო იერიშის დროს დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაძაღლს, რომელმაც მარტვილში 22 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა – ორი ადამიანი აცრაზე უარს ამბობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური