ნორვეგია და დანია უკრაინას 8 000 საარტილერიო ჭურვს გადასცემენ

0
132

ნორვეგია და დანია უკრაინას 8 000 საარტილერიო ჭურვს გადასცემენ, – ამის შესახებ ინფორმაციას 2 ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებების ცნობით, ოსლო უკრაინას 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვებს გაგზავნის, კოპენჰაგენი კი შესაბამის დეტონატორებს.

“უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მოთხოვნილება აქვს. ნორვეგია ხელს შეუწყობს უკრაინას ისე, როგორც შეუძლია. ევროპისა და ნორვეგიის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ შეძლოს რუსული თავდასხმის მოგერიება”, – თქვა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა.

გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, ეს დახმარება შეავსებს დანიის გადაწყვეტილებას უკრაინას 19 თვითმავალი კეისრის ჰაუბიცის გადაცემის შესახებ.

წინა სტატიაფინეთი NATO-ს წევრი ქვეყანა ხვალიდან გახდება
შემდეგი სტატიაუკრაინა ავსტრალიისგან $80 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიიღებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური