მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინა ავსტრალიისგან $80 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიიღებს

უკრაინა ავსტრალიისგან $80 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიიღებს

Published on

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ავსტრალიურ კომპანია ELECTRO OPTIC SYSTEMS-სთან $80 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა 100 ერთეული R600MC-ის ტიპის დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულის ( RWS- Remote Weapon Systems) გადაცემაზე.
კონტრაქტი ითვალისწინებს საბრძოლო მოდულების 2023 -2024 წლებში მიწოდებას.
აღნიშნული საბრძოლო მოდული აღჭურვილია:
დღე-ღამისა ( გამოსახულების 34X გადიდებით) და თერმული ხედვის (გამოსახულების 10X გადიდებით) მქონე ოპტიკური კამერებით.
ლაზერული მანძილმზომით ( აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს ავტომობილის ზომის სამიზნემდე მანძილის დადგენას 10 000 მ-ის რადიუსში).
 FGM-148 Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით, 30მმ-იანი ავტომატური ქვემეხით, რომელიც შეწყვილებულია 7.62მმ-იან ტყვიამფრქვევთან.
 ელექტრო-ოპტიკური სისტემის სენსორები სამიზნის დაფიქსირებას ახდენს 13 კმ-ში, ამოცნობას 5კმ-ში, ხოლო იდენტიფიცირებას 4კმ-ში.
 საბრძოლო მოდულზე დაყენებული 30მმ-იანი ქვემეხის მოქმედების მაქსიმალური მანძილი 2კმ-ს აღემატება.
ოთო კონჯარია

სიახლეები

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...

სააპელაციომ საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა

19 წლის საბა ჯიქია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა. გადაწყვეტილება...