ფინეთი NATO-ს წევრი ქვეყანა ხვალიდან გახდება

0
155

ფინეთი NATO-ს წევრი ქვეყანა ხვალიდან, 4 აპრილიდან გახდება. ცნობილია, რომ პრეზიდენტი საული ნიინისტო ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში გაწევრიანების ცერემონიალზე დასასწრებად სწორედ სამშაბათს ჩავა.

“ფინეთი, 4 აპრილს, ბრიუსელში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებაში გაწევრიანების დოკუმენტს შეიტანს. დოკუმენტს საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო წარადგენს”, – ნათქვამია ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ამ განცხადებას ადასტურებს NATO-ს გენერალური მდივანიც. იენს სტოლტენბერგის თქმით, ფინეთის ალიანსში გაწევრიანების აღსანიშნავად, დროშის აღმართვის ცერემონიალიც გაიმართება: “ფინეთის უსაფრთხოებისთვის, სკანდინავიური ქვეყნების უსაფრთხოებისა და მთლიანად NATO-სთვის კარგი დღე იქნება”.

წინა სტატიაიოსელიანმა ერთ-ერთ მოადგილედ ელისაშვილის დისშვილი წარადგინა
შემდეგი სტატიანორვეგია და დანია უკრაინას 8 000 საარტილერიო ჭურვს გადასცემენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური