თუ კიდევ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, თქვენი შედეგი იქნება – მდინარაძე ჟურნალისტს

0
160

“ქართული ოცნების” დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო “კიდევ დაიჩაგრება და კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს” ეს ჟურნალისტების ბრალი იქნება.

“გარანტირებული არაფერია არც სტატუსი და არც უსტატუსობა ხომ ასეა? 100%-იანი გარანტიით ვერცერთი პოლიტიკოსი ამას ვერ იტყვის, მაგრამ თუ კიდე დაიჩაგრება ეს ქვეყანა და უსამართლოდ მოექცევა ვინმე და კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, რისი შედეგი იქნება უკვე ძალიან კარგად ვიცით”, – თქვა მდინარაძემ კომენტარისას.

ამ განცხადების შემდეგ, ჟურნალისტმა მდინარაძეს ჰკითხა, იქნებოდა თუ არა კანდიდატის სტატუსზე უარი მმართველი პარტიის შედეგი, რაზეც “ოცნების” დეპუტატმა უპასუხა:

“ეს იქნება თქვენი შედეგი….თქვენ ახლა ამ წუთასვე იტყუებით, რანაირი ტონი გაქვთ კითხვების, რატომ გათამამდით ასე, ნაცები ასე რატომ გათამამდით…მე მგონია, რომ ნაცმოძრაობას ემსახურებით….ბოლო დღეებში შეიცვალეთ თქვენ, რატომ შეიცვალეთ იცით? მე ყველა ტონს შეგუებული ვარ, მე თმენის ვალდებულება მაქვს და “აბა რატომ” – ასე რომ ლაპარაკობთ და თქვენ თავადვე რომ მიდასტურებთ, იცი რისი შედეგია, თქვენ მონაწილეობთ ფაშიზმში”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

წინა სტატიამარტის აქციებთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა ევროპარლამენტიდან უმკაცრესი წერილი მიიღო – 3 პარტია
შემდეგი სტატიაევროკავშირი უკრაინას 12 თვის განმავლობაში 1 მილიონ ჭურვს მიაწვდის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური