ევროკავშირი უკრაინას 12 თვის განმავლობაში 1 მილიონ ჭურვს მიაწვდის

0
160

ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას 12 თვის განმავლობაში 1 მილიონ ჭურვს მიაწვიან – ამის შესახებ განცხადება ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა გააკეთა.

“ჩვენ მივაღწიეთ პოლიტიკურ კონსენსუსს, რომ გავუგზავნოთ უკრაინას ერთი მილიონი 155 მმ კალიბრის ჭურვი… კიდევ ბევრი დეტალი არის შესაჯერებელი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ეს მოლაპარაკებები უკვე დავასრულეთ, რაც გვაჩვენებს ერთ რამეს: თუ არის ნება, არის გზაც”, – ამბობს ესტონელი თავდაცვის მინისტრი.

დახმარების ეს პაკეტი ევროკავშირს 2 მილიარდი ევრო დაუჯდება. მის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის 17 ქვეყანა და ნორვეგია, რომელიც ბლოკის წევრი არ არის.

მილიონი ჭურვის უკრაინისთვის მიწოდების გეგმა ეფუძნება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის შეთავაზებას. ბორელის გეგმის მიხედვით, ევროკავშირმა უნდა გამოიყოს ერთი მილიარდი ევრო უკრაინისთვის საბრძოლო მასალების შესაძენად, ხოლო კიდევ ერთი მილიარდი ევრო უნდა დაიხარჯოს საკუთარი რეზერვების შესავსებად.

ერთობლივი შესყიდვების გეგმას ევროკავშირის ევროპის თავდაცვის სააგენტო უხელმძღვანელებს.

წინა სტატიათუ კიდევ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, თქვენი შედეგი იქნება – მდინარაძე ჟურნალისტს
შემდეგი სტატიაჩემი სოლიდარობა საქართველოს სიამაყეებს – დათო ტურაშვილს, გიორგი კეკელიძეს და დათო გორგილაძეს – მიხეილ სააკაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური