მარტის აქციებთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა ევროპარლამენტიდან უმკაცრესი წერილი მიიღო – 3 პარტია

0
174

პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტიდან მკაცრი წერილი მიიღო, რომელიც მარტის აქციებს შეეხებოდა.

ხოშტარია წერილს მოგვაინებით გაასაჯაროებს.

“გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტიდან მიიღო უმკაცრესი წერილი, რომელიც მარტის საპროტესტო აქციებს ეხება და კერძოდ, ძალიან მკაცრი გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები იყოს სრულად დაცული. ასევე ძალიან მკაცრადაა საუბარი იამზე, რომ კანონის დღის წესრიგში დაბრუნებაზე ფიქრიც კი დახურავს საქართველოსთვის ყველანაირ პერსპექტივას და ამისთვის საქართველოს მთავრობა დაისჯება”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

წინა სტატიადავით კეზერაშვილის საქმეზე სააპელაციომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
შემდეგი სტატიათუ კიდევ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, თქვენი შედეგი იქნება – მდინარაძე ჟურნალისტს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური