ბიუროს სხდომას ვერ ატარებენ დღეს, სარჯველაძეს ჩავუშალეთ კომიტეტის სხდომა – ოპოზიციის დეპუტატები

0
216

ოპოზიციონერი დეპუტატების ცნობით, პარლამენტში გადაიდო ბუროს სხდომა, სადაც გადიოდა საკითხი პლენარულ სხდომაზე რუსული კანონპროექტების გატანასთან დაკავშირებით. ბიურო 15:00 საათზე იყო ჩანიშნული.

დეპუტატები წერენ, რომ ბიუროს სხდომა ხვალ, 10:00 საათამდე გადაიდო. ასევე, მათი ცნობით, ამ დრომდე ვერ ტარდება ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა.

“ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ეს ბრძოლა არის ხანგრძლივი!

ბიუროს სხდომა – სადაც ეს რუსული კანონი უნდა როდის გავიდოდა პლენარულ სხდომაზე, ის უნდა ეთქვათ – გადაიდო! ხვალისთვის!

ხვალაც ვაგრძელებთ! იგივე შემართებით! უფრო დიდი ენერგიით და იმედით! და ერთად – რაც მთავარია” – წერს ხათუნა სამნიძე.

დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სარჯველაძემ არ ისურვა რუსულ კანონზე საუბარი და კითხვებს გაექცა. მას ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა უნდა წაეყვანა:

წინა სტატია“სამშობლოს ღალატს წიგნის წაკითხვა არ სჭირდება” – ყაველაშვილი
შემდეგი სტატიამოგიწოდებთ, ხვალ 10:00 საათზეც საჭირო იქნება აქტიურობა | ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების განცხადება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური