“სამშობლოს ღალატს წიგნის წაკითხვა არ სჭირდება” – ყაველაშვილი

0
274

ენმ -ს წევრმა ხატია დეკანოიძემ მიხეილ ყაველაშვილს “უწიგნური” უწოდა და ურჩია, იურიდული კომიტეტის სხდომაზე მოსვლამდე ორი წიგნია წაეკითხა.

მიშა, მე, მაგალითად, წავიკითხავდი ორ წიგნს და მერე მოვიდოდი აქ! უწიგნური, გაუნათლებელი ხარ. არაფერი იცი ამ ქვეყანაზე საერთოდ, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მსახურება იცი”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

თავის მხრივ ყაველაშვილმა ენმ-ს ლიდერის საპასუხოდ თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველო უკვე გაყიდული აქვთ.

მისი თქმით, დეკანოიძე “უცხო ქვეყნის ტელევიზიაში იჯდა და საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებდა რუსეთთან ურთიერთობაში”.

არ გადამრიო, მართლა? სამშობლოს ღალატს წიგნის წაკითხვა არ სჭირდება, – უთხრა “ხალხის ძალის” ლიდერმა ოპოზიციის წევრს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომა, სადაც ხელისუფლება რუსულ კანონის განიხილავს, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტის თავმდჯომარე ოპოზიციის წევრებს სხდომიდან ერთი-მეორეს მიყოლებით აძევებს.

ამ დრომდე დარბაზში რჩება ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე, რომელიც ცდილობს”ოცნება” აუხსნას, რომ რუსული კანონის მიღება ქვეყნის ევროინტეგრაცისითვის ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება.

წინა სტატიადააჭირონ თითი ამ რუსულ კანონს, ვეცდებით ყველანაირი ცივილიზებული კეთილდღეობა შეეზღუდოთ – დეკანოიძე
შემდეგი სტატიაბიუროს სხდომას ვერ ატარებენ დღეს, სარჯველაძეს ჩავუშალეთ კომიტეტის სხდომა – ოპოზიციის დეპუტატები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური