მოგიწოდებთ, ხვალ 10:00 საათზეც საჭირო იქნება აქტიურობა | ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების განცხადება

0
203

პარლამენტში ოპოზიციური პარტიების ქალმა დეპუტატებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ხვალ, ბიუროს სხდომის დროს, 10:00 საათზე ისევ შეიკრიბონ პარლამენტთან და კიდევ ერთხელ აჩვენონ პოზიცია რუსულ კანონთან დაკავშირებით.

დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, დღეს, 18:00 საათზე გაიმართება კონსულტაციები ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სხვა პირების მონაწილეობით, სადაც სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.

“ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად, ქართველი ხალხის, მოქალაქეების, რომლებიც მოვიდნენ დღეს პარლამენტთან, და ქართული დემოკრატიული ოპოზიციის პარლამენტის შიგნით, რა მოხდა, მოხდა ის, რომ დღეს პარლამენტის ბიურო ვერ შეიკრიბა და ვერ შეიტანა დღის წესრიგში პლენარული სხდომის, რომელიც ხვალ გაიხსნება, რუსული კანონის განხილვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროცესი საბოლოოდ არის ჩაშლილი. ხვალ 10:00 საათზე ისევ ეცდებიან, რომ შეკრიბონ ბიურო და დღის წესრიგში შეიტანონ რუსული კანონის განხილვა, ამიტომ, პირველი რაც მინდა მოგიწოდოთ, არის შემდგომი, რომ ხვალაც იქნება საჭირო აქტიურობა, ჩვენ რა თქმა უნდა ვიქნებით აქ, მაგრამ ასევე ვისაც შეუძლია, მნიშვნელოვანია ძალიან რომ ხვალ პარლამენტთან ქართველი ხალხის ხმა გაიგონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც სურთ ჩვენ ქვეყანაში რუსული კანონის მიღება და ჩვენი ევროპული მომავლის წართმევა ქართველი ხალხისთვის”, – თქვა სამადაშვილმა.

მისი განცხადებით, მზად არიან მონაწილეობა მიიღონ მონაწილეობა ყველა ინიციატივაში, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

წინა სტატიაბიუროს სხდომას ვერ ატარებენ დღეს, სარჯველაძეს ჩავუშალეთ კომიტეტის სხდომა – ოპოზიციის დეპუტატები
შემდეგი სტატიადოკუმენტური ფილმი უკრაინაში მიმდინარე ომზე “გაუტეხელნი” – ავტორის მიმართვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური