უკრაინის შეიარაღებული ძალები თითქმის ინარჩუნებენ პოზიციებს სოლედარში – ბრიტანეთის დაზვერვა

0
150

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბახმუტისა და კრემინნაის მიმართულებით მძიმე ბრძოლები გრძელდება. 15 იანვრის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თითქმის ინარჩუნებენ პოზიციებს სოლედარში.

განახლებაში აღნიშნულია, რომ შაბათ-კვირას ინტენსიური ბრძოლები გრძელდებოდა დონბასის ფრონტის კრამენისა და ბახმუტის მიმართულებით.

გარდა ამისა, დაზვერვა წერს, რომ კრემინნაის ირგვლივ ბრძოლა ხასიათდება ადგილობრივი თავდასხმების და კონტრშეტევების კომპლექსური სერიით, თუმცა საერთო ჯამში, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ თანდათან წინსვლას ფრონტის ხაზის აღმოსავლეთით, კრემინნაის გარეუბნამდე.

დაზვერვის შეფასებით, ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას სხვადასხვა სექტორში მძიმე ბრძოლების ფონზე შეზღუდული მიღწევები აქვთ.

ცნობისთვის, 13 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქალაქ სოლედარს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. სამინისტრო აღნიშნავდა, რომ სოლედარის კონტროლი მათ ჯარებს საშუალებას მისცემს უკრაინული ძალები ბახმუტიდან განდევნონ.

რუსეთის განცხადებამდე სოლედართან დაკავშირებით ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) წერდა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, აკონტროლებს სოლედარს, თუ მთლიანად არა, უმეტეს ნაწილს მაინც, თუმცა ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ეს არ გამოიწვევს ბახმუტის გარდაუვალად ალყაში მოქცევას.

გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინა უარყოფს. პენტაგონმა კი განაცხადა, რომ ინფორმაციას ვერ ადასტურებს.

ბოლო დღეებია სოლედარს რუსეთი ინტენსიურად უტევს. გარდა სიმბოლურისა, სოლედარს რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს, რადგან რუსეთი ქალაქთან ახლოს მდებარე ბახმუტის ალყაში მოქცევასა და მის დაპყრობას ცდილობს.

წინა სტატიაარ მგონია, განსაკუთრებული პროგნოზირების ნიჭით გამოირჩეოდნენ – ალასანია “ხალხის ძალის” განცხადებაზე
შემდეგი სტატიამოძალადე ჯგუფების თავდასხმები ხელისუფლების წახალისებულია – DRI ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური