არ მგონია, განსაკუთრებული პროგნოზირების ნიჭით გამოირჩეოდნენ – ალასანია “ხალხის ძალის” განცხადებაზე

0
140

კლინიკა “ვივა მედში” მესამე პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მედიასთან კომენტარისას მან თქვა, რომ საუბრის ძირითადი თემა ვახტანგ კიკაბიძე იყო.

ალასანია ამბობს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მისი აზრით, ის ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს.

“ვფიქრობ, რომ ვერა, არ ვიცი საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ამ თემაზე არ გვილაპარაკია, ჩვენი ძირითადი თემა იყო ბუბა. ისტორია გავიგე, რომელიც მე არ ვიცოდი, არაერთხელ მოინახულა ბუბამ მოგეხსენებათ, რუსთავში ერთ-ერთი მისვლის დროს, აღმოჩნდა ჩაკეტილ სივრცეში და ადამიანს ხუთვა დაეწყო, თქვა, რომ იმდენი ვურტყი ფეხი იმ კარებს, რომ თითი მომტყდა მაშინო, მაგრამ მაინც არ გაუღეს ფანჯარა, რომ ჰაერი ჩაესუნთქა ავადმყოფ ადამიანს, ამიტომ შევწყვიტეთ შეხვედრაო.

ისიც ფაქტია, რომ ჩვენთან ხანდახან მიცვალებულები უფრო უყვართ, ვიდრე ცოცხალი ადამიანები, სამწუხაროდ, ამ ადამიანს, დიდი ხნის მანძილზე, საკონცერტო დარბაზები არ ეძლეოდა, ბუბას სხვათა შორის”, – თქვა ალასანიამ.

რაც შეეხება “ხალხის ძალის” განცხადებას, ალასანია ფიქრობს, რომ მათ წევრებს ისევ ამერიკელების მხარდაჭერა აღიზიანებთ და მათთვის “თითის დაქნევას” ცდილობენ:

“მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია ცდილობენ, ეს მოწამვლაც ამიტომ მოხდა. დიახ, რა თქმა უნდა, ამას ცდილობენ, მაგრამ რაც შეეხება ამ პროგნოზებს, მე არ მგონია, რომ ეს ის ხალხია, რომელიც განსაკუთრებული პროგნოზირების ნიჭით გამოირჩევა”.

წინა სტატიათუ “პატრონები” სააკაშვილის გათავისუფლებას ვერ შეძლებენ, რჩება გეგმა B, მისი, როგორც ოქროს მოწმის მოშორება – “ხალხის ძალა”
შემდეგი სტატიაუკრაინის შეიარაღებული ძალები თითქმის ინარჩუნებენ პოზიციებს სოლედარში – ბრიტანეთის დაზვერვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური