მოძალადე ჯგუფების თავდასხმები ხელისუფლების წახალისებულია – DRI ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლაზე

0
173

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” ყვარელში, მოძალადე ჯგუფის წევრების მიერ ლევან ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლას ეხმაურება და ამბობს, რომ ისინი ხელისუფლების მიერ არიან წახალისებულები.

DRI წერს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები ხშირად ხდებიან მმართველი პარტიის წახალისებული მოძალადეების სიტყვიერი ან/და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ 2021 წლის 5 და 6 ივლისს ჩადენილი ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობით, თავისუფლად მოქმედებისკენ წაახალისა მოძალადე ჯგუფები.

“გამოხატვის თავისუფლების დაცვა და უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა. სახელმწიფო ვალდებულია, ყველას მიეცეს შესაძლებლობა, თავისუფლად და უსაფრთხო გარემოში გამოითქვას აზრი და არაძალადობრივად გამოხატოს თავისი დამოკიდებულება სხვადასხვა მოვლენის მიმართ. ყვარელში მომხდარი თავდასხმის დროს აშკარა იყო სამართალდამცავების უმოქმედობა.[2] გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ უზრუნველყვეს ლევან ბერძენიშვილის გადაადგილების თავისუფლება და შენობაში უსაფრთხოდ შესვლა. თავდამსხმელების ჯგუფი რამდენიმე ათეული ადამიანისგან შედგებოდა. სამართალდამცავების შედარებით მეტი რაოდენობით მობილიზაციის და/ან სათანადო მოქმედების შემთხვევაში, ისინი შეძლებდნენ ლევან ბერძენიშვილის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

წინა სტატიაუკრაინის შეიარაღებული ძალები თითქმის ინარჩუნებენ პოზიციებს სოლედარში – ბრიტანეთის დაზვერვა
შემდეგი სტატიადნიპროში დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური