მთავარისიახლეებიმსოფლიოდნიპროში დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია

დნიპროში დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია

Published on

დნიპროში მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, მათგან 3 ბავშვია. ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო და საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

ბოლო ცნობებით, მაშველებმა 39 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის 6 ბავშვია. სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავდა 75 ადამიანი, მათგან 14 ბავშვია.

ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ცნობისთვის, ოკუპანტებმა დნირპოში საცხოვრებელი კორპუსი 14 იანვარს დაბომბეს, რის შემდეგაც სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

სიახლეები

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს — მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან...

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს- ჩხაიძე

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ...

რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმებისთვის ახალი ფრთოსანი რაკეტის, „ფილინის“ გამოყენება დაიწყო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГУР) ინფორმაციით, ახალი რუსული ფრთოსანი რაკეტის სიჩქარე 800...

22 ოქტომბერი საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ეროვნული გმირის - ზაზა დამენიას დაბადების დღეა ზაზა დამენია 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში...