საქართველოს მთავრობა არჩევანის წინაშე დადგება – ან სააკაშვილი, ან ევროკავშირი – ფეიგინი

0
217

რუსმა უფლებადამცველმა მარკ ფეიგინმა საკუთარ გადაცემაში, რომლის სტუმარიც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსეი არსეტოვიჩი იყო, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.

მარკ ფეიგინმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობა მალე არჩევანის წინაშე დადგება – ან მიხეილ სააკაშვილი, ან ევროკავშირი. უფლებადამცველამა ასევე მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ იმოქმედოს და გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება.

ამავე მიმართვაში ფეიგინმა სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს მოუწოდა, რომ 4 იანვარს დაპატიმრებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, თავიანთ ქვეყანაში საქართველოს საელჩოსთან ან საკონსულოსთან გამოვიდნენ და კანონის ფარგლებში გააპროტესტონ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება.

“სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს, უკრაინელებს, რუსებს, ებრაელებს და სხვა ეროვნების ადამიანებს მოვუწოდებთ, 4 იანვარს თავიანთი ქვეყნაში საქართველოს საელჩოსთან ან საკონსულოსთან გამოვიდნენ და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერს აქციას შეუერთდნენ. გამოდით პლაკატებით და კანონის ფარგლებში გააპროტესტეთ.

მიხეილ სააკაშვილის საკითხი გლობალურად განიხილება. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე საქართველოს მთავრობა თავისი სიჯიუტით არჩევანის წინაშე დადგება – ან სააკაშვილი ან ევროკავშირი.

მთელი პატივისცემით მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. ყველა ელოდება თქვენგან ქმედებებს, რომლებიც ამ ყველაფერს დაასრულებს. თქვენი უფლებამოსილება გაძლევთ საშუალებას ყველაფერი დაასრულოთ. ამ საკითხს 4 რიცხვამდე სულ შეგახსენებთ. ეს თქვენი ვალდებულებაც არის, რადგან ეს საკითხი უკვე ადამიანის უფლებებს ეხება და ის ყოველგვარ შიდა დაპირისპირებას სცდება. ამის იმედს ვიტოვებთ. დიდი პატივისცემით, გთხოვთ ეს გააკეთოთ”,- თქვა ფეიგინმა.

ცნობისთვის, მანამდე რუსი უფლებადამცველი, მარკ ფეიგინი ინიციატივით გამოვიდა, 4 იანვარს სხვადასხვა ქალაქებში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართოს.

წინა სტატიარუსეთი უკრაინის ქალაქებს ბომბავს – აფეთქებებია კიევშიც
შემდეგი სტატიავთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალები ციხეში ყოფნის პერიოდში მოხვდა – დევიდ სმიტი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური