რუსეთი უკრაინის ქალაქებს ბომბავს – აფეთქებებია კიევშიც

0
208

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის ქალაქებს რაკეტებით ბომბავს. მათივე ცნობით, აფეთქებების ხმები ისმის კიევში.

„კამიკაძე დრონებით ღამის თავდასხმის შემდეგ, მტერი უკრაინას სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებიდან და გემებიდან სხვადასხვა საჰაერო და საზღვაო საკრუიზო რაკეტებით უტევს. გარდა ამისა, მაღალია საოკუპაციო ტაქტიკური ავიაციის აქტიურობა“, – ნათქვამია საჰაერო სარდლობის შეტყობინებაში.

დღეს დილიდან, მტერს სარაკეტო იერიშები მიაქვს ხარკოვზეც. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება.

წინა სტატიათბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა არჩევანის წინაშე დადგება – ან სააკაშვილი, ან ევროკავშირი – ფეიგინი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური