ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალები ციხეში ყოფნის პერიოდში მოხვდა – დევიდ სმიტი

0
205

ამერიკელი ტოქსიკოლოგი, დევიდ სმიტი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალები ციხეში ყოფნის პერიოდში მოხვდა. როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოში, დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა, მესამე პრეზიდენტს კლინიკაში გადაყვანამდე, უკვე აღენიშნებოდა მოწამვლის სიმპტომები.

ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მას ჰკითხა გონების კარგვის იმ ეპიზოდებზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მაისში, ვივა მედში ჰქონდა. ხაჭაპურიძის თქმით, პირველად გონება მესამე პრეზიდენტმა 5 მაისს დაკარგა და მიზეზის გამოსაკვლევად სისხლის ანალიზები კლინიკამ მხოლოდ 26 დღის შემდეგ დანიშნა. ადვოკატი დაინტერესდა რამდენად დაგვიანებული იყო ეს ანალიზი და რამდენად შეიძლებოდა რეალური სურათის დადგენა.

ამაზე დევიდ სმიტმა განაცხადა, რომ 26 დღის შემდეგ კვლევა დაგვიანებული იყო და გარდა ამისა, მხოლოდ სისხლის ანალიზით,მძიმე მეტალების დადგენა ორგანიზმში, არ ხდება:

“ეს იყო გვიან აღებული. მძიმე მეტალები სისხლის ნაკადები ქრება ძალიან სწრაფად, ჩვენ ვიყენებთ ხოლმე თმის კვლევას, რომ დავადგინოთ ხოლმე ამ მეტალების არსებობა- ” თქვა სმიტმა და ამის შემდეგ აღნიშნა, რომ მისი მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის მძმე მეტალებით ინტოქსიკაცია სწორედ მარტში მოხდა:

“მძიმე მეტალებით პირველი ინტოქსიკაცია მოხდა, ჩემი აზრით, მარტის თვეში, ვიდრე ის იქნებოდა გადაყვანილი და მოგვიანებით ამ მძიმე მეტალებმა დააზიანა, რამდენადაც ისინი გავრცელდა ორგანიზმში, სხვადასხვა ორგანოები” აღნიშნა სმიტმა.

ადვოკატის დამაზუსტებელ კითხვაზე, მოწამვლა ციხეში მოხდა თუ არა, სმიტმა აღნიშნა:

“მე არ მაქვს სხვა ახსნა გარდა იმისა, რომ მას მიეცა მძიმე მეტალები, რამაც გამოიწვია მძიმე დაზიანებები, მათ შორის კრუნჩხვები.

მას სიმპტომები ჰქონდა უკვე, როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მე ვთვლი, რომ სამედიცინო დაწესებულებაში არ მომხდარა მისი ექსპოზიცია მძიმე მეტალებზე, არამედ მოხდა მანამდე, ციხეში.”

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო საკუთარ პროცესს ვერ ესწრება მიხეილ სააკაშვილი. მოსამართლე გიორგი არევაძე სასჯელის გადავადების, ან გაუქმების შუამდგომლობას განიხილავს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს სამედიცინო ექსპერტების დაკითხვა.

წინა სტატიასაქართველოს მთავრობა არჩევანის წინაშე დადგება – ან სააკაშვილი, ან ევროკავშირი – ფეიგინი
შემდეგი სტატია“ვივამედის” დირექტორი: მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური