სამეგრელოში შვილმა მამას სცემა, ეს უკანასკნელი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა

0
356

სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ოჯახური ძალადობის ფაქტს მსხვერპლი მოჰყვა. 40 წლამდე მამაკაცმა ასაკოვან მამას სცემა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“ოდიშინიუსის” ინფორმაციით, დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც მამა სასიკვდილოდ სცემა. საქმე ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა ნაცემი მამის გარდაიცვალების შემდეგ გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ სხეულის მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. ბრალდებულს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეფარდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

წინა სტატია“ემპათიის” დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით არაა – პენიტენციური
შემდეგი სტატიაკომპანია ძალიან პრობლემური და უპასუხისმგებლოა – კალაძე კომპანიაზე, რომელიც “გოცირიძეს” რეაბილიტაციას უტარებდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური