მთავარისიახლეებისაზოგადოება"ემპათიის" დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით არაა - პენიტენციური

“ემპათიის” დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით არაა – პენიტენციური

Published on

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, სასამართლოს მიერ უწყებისთვის მოწოდებული ცენტრ „ემპათიის“ დასკვნის ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი არ დასტურდება. მალხაზ ურთქმელიძის კომენტარს “საზოგადოებრივი მაუწუებელი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ურთმელიძემ განაცხადა, რომ მოწოდებული დოკუმენტაციით მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით არ არის და ყველა მაჩვენებელი არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ.

„სასამართლოს მიერ ჩვენ გადმოგვეცა „ემპათიის“ მიერ ე.წ. დასკვნის ნაწილი, რომელიც ამერიკის ერთ-ერთ ლაბორატორიაში (NMS Labs) ჩატარდა. შევისწავლეთ დასკვნა, სადაც მითითებულია ნივთიერების ის ქვედა ზღვარი, რომელსაც ანალიზატორი იჭერს. დასკვნაში ქვედა ზღვრის მაჩვენებლის გვერდით მითითებულია არსებული შედეგი. ანალიზატორის მინიმალური ზღვარი შედარებულია შედეგთან და ისეა დასკვნა, ისეთი ფორმითაა მომზადებული, რომ საქმე გვაქვს მოწამვლასთან“, − განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.

მისი თქმით, ამერიკული ლაბორატორიის ვებგვერდზე, სადაც „ემპათიამ“ კვლევა ჩაატარა, მითითებულია როგორც კონკრეტული ანალიზის მინიმალური ზღვარი, ისე დასაშვები ნორმაც, რომელიც წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის ასახული.

„NMS Labs ლაბორატორიის ვებგვერდზე, სადაც კვლევა ჩატარდა და შედეგები არ არის კონფიდენციალური და ხელმისაწვდომია ყველასთვის, მითითებულია როგორც მინიმალური ზღვარი, ისე დასაშვები ნორმაც. აღმოჩნდა, რომ თვითონ ამ ლაბორატორიაში მათ მიერ მოყვანილი ციფრები, ანუ შედეგი, ნორმაზე ქვემოთაა. აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება, რომ ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით ორგანიზმში არ არის“, − განაცხადა სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....