კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა – ქალაქში 9 ირანული დრონი ჩამოაგდეს

0
153

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტების საჰაერო თავდასხმის დროს კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქის თავზე Shahed-ის 9 დრონი ჩამოაგდეს.

“მტერი დედაქალაქს Shahed-ის ტიპის საბრძოლო მასალით უტევს, ჩართულია საჰაერო თავდაცვა. ამ დროისთვის კიევის საჰაერო სივრცეში ჩამოგდებულია მტრის 9 უპილოტო საფრენი აპარატი”, – ვკითხულობთ ადმინისტრაციის განცხადებაში.

ამ დროისთვის, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადმინისტრაცია მოქალაქეებს საჰაერო განგაშის დასრულებამდე თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებს.

წინა სტატიამოვამზადოთ, სამართლებრივი საფუძველი, რათა რუსეთს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება – 3 ოპოზიციური პარტია ჰააგის გადაწყვეტილებაზე
შემდეგი სტატიამნიშვნელოვანია დავიწყოთ მუშაობა “სააკაშვილის სიაზე”, რომელშიც შევა ყველა ის ადამიანი, ვინც დაარღვია მისი უფლებები – დეკანოიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური