მნიშვნელოვანია დავიწყოთ მუშაობა “სააკაშვილის სიაზე”, რომელშიც შევა ყველა ის ადამიანი, ვინც დაარღვია მისი უფლებები – დეკანოიძე

0
167

ენმ მაგნიტსკისა და კარამურზას სიის მსგავს სიაზე მუშაობს. ინფორმაციას ადასტურებს ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე. მისი თქმით, სიაში შეყვანილი იქნება ყველა ის პირი, ვინც მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაარღვევია:

“მნიშვნელოვანია დავიწყოთ მუშაობა “სააკაშვილის სიაზე”, რომელშიც შევა ყოფილი პრეზიდენტის უფლებების დამრღვევი ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დანაშაულებრივ სქემაში არიან ჩართულები, მათ შორის კადრების გასაჯაროებაში, რომელიც იყო პირდაპირი ნიშნული, როგორი ხარისხით უყურებს ხელისუფლება ადამიანს, პატიმარს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.” ამბობს დეკანოიძე.

წინა სტატიაკიევში აფეთქებების ხმა ისმოდა – ქალაქში 9 ირანული დრონი ჩამოაგდეს
შემდეგი სტატიაზუგდიდში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური