ყოველდღე ვამჩნევ, რომ კიდევ იკლებს – გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

0
154

მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ამბობს, რომ მდგომარეობა კვლავ მძიმეა და რომ წონაში კლება გრძელდება:

“ყოველდღე ვამჩნევ, რომ ცოტას კიდევ იკლებს. თუ კიდე შესაძლებელია, რავიცი, გრძელდება ეს პროცესი წონის დაკარგვის. წოლის რეჟიმია, დილით როგორც წესი, აქვს 37-ს გადაცილებული, მაგრამ მაინც დაბალი შედარებით და მერე საღამოსკენ მიდის 38-კენ. მაგას სანამ არ გამოეცვლება ეს ძვალი აქვს გამოსაცვლელი, ასე ექნება. საერთოდ, სანამ არ მოხდება ეს დეტოქსიკაცია, ის ოპერაცია ვერ ჩატარდება და ყველაფერი ერთმანეთზე არის გადაბმული”,- ამბობს გიული ალასანია.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რატი ბრეგაძის უწყების და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ, სპეციალურ, საგამოძიებო სამსახურს სარჩელით მიმართა. ადვოკატი ვივა მედის კლინიკაში გადაღებული კადრების გასაჯაროების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურის წინააღმდეგ, საგამოძიებო უწყებას სარჩელით მიმართა
შემდეგი სტატიაასეთი ქმედებებით ექმნება ილუზია, რომ მისი საკითხი გადაწყდება ისე, როგორც მას უნდა – პაპუაშვილი შიმშილობაზე და მიხეილ სააკაშვილზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური