მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურის წინააღმდეგ, საგამოძიებო უწყებას სარჩელით მიმართა

0
165

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რატი ბრეგაძის უწყების და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ, სპეციალურ, საგამოძიებო სამსახურს სარჩელით მიმართა. ადვოკატი ვივა მედის კლინიკაში გადაღებული კადრების გასაჯაროების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ასევე ითხოვს გამოძიების მიმდინარეობისას უფლებამოსილება შეუჩერდეს იუსტიციის მინისტრ ბრეგაძეს და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს, ასვე ამავე სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯდომარეს, რადგან, ადვოკატის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ სწორედ ისინი მონაწილეობდნენ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ორგანიზებაში. კიდევ ერთი კითხვა, რომელზე პასუხსაც შალვა ხაჭაპურიძე ითხოვს, მესამე პრეზიდენტის პროცესზე დისტანციურად ჩართვას ეხება.

შეგახსენებთ, 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები, რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით” ახსნა. მიზეზები იუსტიციის მინისტრმა “იმედის” ეთერშიც განმარტა და თქვა, რომ მიზანი საზოგადოების “სწორად ინფორმირება” იყო.

წინა სტატია“გადადგეს მკვლელი რატი ბრეგაძე” – პარლამენტთან აქციაზე 2 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაყოველდღე ვამჩნევ, რომ კიდევ იკლებს – გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური