ასეთი ქმედებებით ექმნება ილუზია, რომ მისი საკითხი გადაწყდება ისე, როგორც მას უნდა – პაპუაშვილი შიმშილობაზე და მიხეილ სააკაშვილზე

0
160

“შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს ამაზე ზეწოლა. პირიქით, ამით ხდება წახალისება მიხეილ სააკაშვილის, რომ მან კიდევ უფრო არ ითანამშრომლოს ექიმებთან და შეეცადოს, რომ რაც შეიძლება მეტად დაიმძიმოს საკუთარი მდგომარეობა, ვინაიდან სწორედ ასეთი ქმედებებით, განცხადებებით ექმნება იმედი და ილუზია, რომ ცოტაც, ერთი დღეც, ერთი კვირაც და მისი საკითხი გადაწყდება ისე როგორც მას უნდა. ეს არის მიხეილ სააკაშვილისა და მისი ეგრეთ წოდებული მეგობრების ინტერესი, რომ რაც შეიძლება დაამძიმონ ეს ადამიანი, რომ იქნებ რაიმენაირად სასამართლოს შეუქმნან წინაპირობა, რომ მიიღოს გადაწყვეტილება სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით”

განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” მოშიმშილე დეპუტატების მონახულების შემდეგ.

წინა სტატიაყოველდღე ვამჩნევ, რომ კიდევ იკლებს – გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა
შემდეგი სტატიაჰააგამ დაამთავრა ომის დანაშაულების გამოძიება. არც ერთი ქართველისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, რუსებს და ოსებს – კი – უტიაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური