“გადადგეს მკვლელი რატი ბრეგაძე” – პარლამენტთან აქციაზე 2 პირი დააკავეს

0
164

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები – “კრემლის ჯალათი რატი ბრეგაძე”, “გადადგეს მკვლელი რატი ბრეგაძე”; “#SAVEMISHA”.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ პოლიციამ პროტესტის 2 მონაწილე დააკავა.

“ორი ჩემი თანამებრძოლი დააკავეს, სრულიად უმიზეზოდ, რუსული პოლიციის სტილში, მოვიდნენ, დაეჯახნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მოაყენეს, ერთი 16 წლის ბავშვი დააკავეს, მეორე “ანტიკორუფციული მოძრაობის” წევრი”, – თქვა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, რატი ბრეგაძე დღეს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატის ფარგლებში იმართება.

წინა სტატიააფხაზმა ბლოგერმა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი “სახელმწიფოს ღალატში” ადანაშაულებს, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურის წინააღმდეგ, საგამოძიებო უწყებას სარჩელით მიმართა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური