აფხაზმა ბლოგერმა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი “სახელმწიფოს ღალატში” ადანაშაულებს, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

0
179

აფხაზმა ბლოგერმა, დაურ ბუავამ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას იგი საკუთარ ტიკ-ტოკ გვერდზე აქვეყნებს.

“მე ძალიან ბედნიერი ვარ, ახლა საქართველოს სრულ უფლებიანი მოქალაქე ვარ”, – ამბობს ბლოგერი ვიდეოში, სადაც ასევე განმარტავს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს საქართველოს მოქალაქეობის მიღება მარტივად, მცირე რაოდენობის დოკუმენტების შეგროვების შედეგად შეუძლია.

კიდევ ერთ ვიდეოში დაური განმარტავს, რომ “უმთავრესი მიზეზი, რის გამოც მან მარტივად მიიღო მოქალაქეობა არის ის, რომ ოფიციალური თბილისი აფხაზ ხალხს თავის ხალხად მიიჩნევს. ეს ასევე ვრცელდება სამაჩაბლოზე”.

დაურ ბუავა თბილისში წელიწადზე მეტია რაც ცხოვრობს. ის ახალგაზრდა აფხაზი აქტივისტია, რომელიც ტიკ-ტოკ გვერდზე აფხაზებსა და ქართველებს ხშირად ესაუბრება შერიგების მნიშვნელობაზე.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ამ ვიდეოების გამო, მის წინააღმდეგ “სისხლის სამართლის საქმე” აღძრა. ისინი აფხაზ ბლოგერს ე.წ “სახელმწიფოს ღალატში” სდებენ ბრალს.

 

წინა სტატიარუსეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა – არის მსხვერპლი
შემდეგი სტატია“გადადგეს მკვლელი რატი ბრეგაძე” – პარლამენტთან აქციაზე 2 პირი დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური