რუსი მიტროპოლიტის ვიზიტი არ იგეგმება – საქართველოს საპატრიარქო

0
242
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოში რუსეთის ეკლესიის მაღალი იერარქის, მიტროპოლიტ ანტონის ვიზიტი იგეგმება. 
“ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს დაგეგმილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის (სევრიუკი) ვიზიტი საქართველოში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავსი რამ საქართველოს საპატრიარქოში არ იგეგმება.
გარდა ამისა, აღვნიშნავთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ზოგადად არ იგეგმება უცხოეთიდან სტუმრების, მათ შორის, დელეგაციების თუ ცალკეული საერო ან სასულიერო პირების მიღება,” – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
წინა სტატიაპალატაში სხდომის ჩატარებაზე წინააღმდეგობა არ აქვს, ოღონდ პროცესი კამერებისთვის ღია იყოს – ეკა ხერხეულიძე
შემდეგი სტატია“მალე მივიღებთ Patriot-ებს, Abrams-ებს, Leopard-ებს და ყველაფერს…” – პოდოლიაკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური