“მალე მივიღებთ Patriot-ებს, Abrams-ებს, Leopard-ებს და ყველაფერს…” – პოდოლიაკი

0
283

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი მედიასთან ამბობს, რომ ცოტა დროა საჭირო იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს ყველა ის თანამედროვე შეიარაღება, რაც რუსეთთან საბრძოლველად სჭირდება. 

“უბრალოდ მერწმუნეთ, რომ ძალიან მალე მივიღებთ Patriot-ებს, Abrams-ებს, Leopard-ებს და ყველაფერს. ეს არის ამ ომის ობიექტური განვითარება. ეს ყველაფერი ჩვენს ტერიტორიაზე იქნება. ორი კვირა, თვე, ორი თვე… ყველაფერი იმ რაოდენობით, რაც ჩვენ გვჭირდება, გვექნება, კერძოდ, გარკვეული დიაპაზონის რაკეტებით, გარკვეული კალიბრის ჭურვებით“, – ამბობს პოდოლიაკი უკრაინულ მედიასთან. 

წინა სტატიარუსი მიტროპოლიტის ვიზიტი არ იგეგმება – საქართველოს საპატრიარქო
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის ფოტოები 29 აგვისტოსაა გადაღებული
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური