მთავარისიახლეებიპალატაში სხდომის ჩატარებაზე წინააღმდეგობა არ აქვს, ოღონდ პროცესი კამერებისთვის ღია იყოს -...

პალატაში სხდომის ჩატარებაზე წინააღმდეგობა არ აქვს, ოღონდ პროცესი კამერებისთვის ღია იყოს – ეკა ხერხეულიძე

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი თანახმაა სასამართლო პროცესში აუცილებლობის შემთხვევაში პალატაში ჩატარდეს, თუ ის კამერებისთვის არ დაიხურება.

ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ კლინიკა “ვივა მედში” მოინახულა.

“მიხეილ სააკაშვილის პოზიცია პროცესთან დაკავშირებით არის ერთადერთი, მას სურვილი აქვს დაესწროს პროცესს, უკვე ცნობილი გარემოებების გამო, რომ ის ნახონ რა მდგომარეობაში იმყოფება ყველა იმ ადამიანმა, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენ მიერ გამოტანილ ინფორმაციაში და ფიქრობენ, რომ ჩვენ რაღაც დეტალებს ვაზვიადებთ. ის დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, მაგრამ არსებობს დამხმარე შესაძლებლობები, საკაცე, ეტლი, რითიც შეძლებს ის მივიდეს სასამართლომდე, თუ ეს არ ხდება ტექნიკურად და ვერ მოხდება, მაშინ მოხდეს ისე, რომ პალატაში ჩატარდეს პროცესი, არანაირი წინააღმდეგობა მას არ აქვს, ოღონდ კამერებისთვის ეს არ იყოს დახურული პროცესი”, – თქვა ხერხეულიძემ.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესი, სადაც დღეს სასჯელის გადავადებაზე, ან მისგან სრულად გათავისუფლების შუამდგომლობაზე უნდა დაეწყოთ მსჯელობა, 14 დეკემბრისთვის გადაიდო.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...