რუსები ოკუპირებულ ყირიმში მობილიზაციის ახალ ტალღას ამზადებენ – უკრაინის გენშტაბი

0
179

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსები ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე მორიგ მობილიზაციის ტალღას ამზადებენ.

განშტაბი ამბობს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ქალაქ ქერჩში სახელმწიფო საწარმოებში სამხედრო სამსახურში პასუხისმგებელ პირთა მონაცემების გადამოწმება მიმდინარეობს.

კრემლი უარყოფს გავრცელებულ ცნობებს, რომ მოსკოვი მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადება. ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები, სამხედრო ანალიტიკოსები და ზოგიერთი რუსი ომის მომხრე ბლოგერიც კი ვარაუდობდა, რომ მეორე ტალღა შესაძლოა განხილვის საგანი ყოფილიყო. სავარაუდო თარიღად ისინი იანვრის შუა რიცხვებს განიხილავდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი პესკოვმა უარყო რაიმე განხილვა კრემლში მობილიზაციის შესახებ, მან სრულად არ გამორიცხა რუსეთის მიერ უკრაინაში საბრძოლველად დამატებით კაცების გამოძახება.

წინა სტატიაიტალიის მთავრობამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის იარაღის 2023 წლის ბოლომდე მიწოდებას
შემდეგი სტატიაწლიურმა ინფლაციამ 10.4% შეადგინა – საქსტატი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური