იტალიის მთავრობამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის იარაღის 2023 წლის ბოლომდე მიწოდებას

0
195

იტალიის მინისტრთა საბჭომ ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო განკარგულება, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში იარაღის მიწოდება 2023 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

განკარგულების თანახმად, კიევს სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცემა.

მთავრობის დადგენილება ძალაში შესვლისთვის იტალიის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრის მარიო დრაგის ადმინისტრაციამ ომის დაწყების შემდეგ შემოიღო ზომები, რომლებიც საშუალებას აძლევდა ქვეყანას, იარაღი კიევში პარლამენტის ნებართვის მოთხოვნის გარეშე გაეგზავნა.

ამ შეთანხმებას ვადა ეწურება წლის ბოლოს და ახალი პრემიერმინისტრის მხარდამჭერმა კოალიციამ თავდაპირველად სცადა მისი გახანგრძლივება 2023 წლის 31 დეკემბრამდე, მთავრობის დადგენილებაში შესწორებით, რომელიც ახლა პარლამენტში გადადის.

წინა სტატიადუმის თავმჯდომარე ვოლოდინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა
შემდეგი სტატიარუსები ოკუპირებულ ყირიმში მობილიზაციის ახალ ტალღას ამზადებენ – უკრაინის გენშტაბი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური