წლიურმა ინფლაციამ 10.4% შეადგინა – საქსტატი

0
175

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.4 პროცენტი შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.8 პროცენტით, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ბოსტნეული და ბაღჩეული – 26.0 პროცენტი
პური და პურპროდუქტები – 23.8 პროცენტი
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 22.0 პროცენტი
ყავა, ჩაი და კაკაო -19.5 პროცენტი
რძე, ყველი და კვერცხი – 18.3 პროცენტი
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 15.7 პროცენტი
თევზეული – 13.6 პროცენტი
ზეთი და ცხიმი – 10.1 პროცენტი
ხორცი და ხორცის პროდუქტები – 9.1 პროცენტი
ხილი და ყურძენი – 6.9 პროცენტი
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 15.4 პროცენტიანი მატება, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:

ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე – 34.1 პროცენტი
საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება – 11.8 პროცენტი
ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 5.6 პროცენტი
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.2 პროცენტით:

ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე – 13.8 პროცენტი,
პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე – 8.2 პროცენტი
სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე – 2.1 პროცენტი

წინა სტატიარუსები ოკუპირებულ ყირიმში მობილიზაციის ახალ ტალღას ამზადებენ – უკრაინის გენშტაბი
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი ისტორიული მნიშვნელობის ერისკაცია ჩვენი ქვეყნისთვის – განათლების მინისტრი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური