მთავარისიახლეებიმსოფლიორა უნდა ვიცოდეთ ამ დროისთვის - სად რა ხდება უკრაინაში

რა უნდა ვიცოდეთ ამ დროისთვის – სად რა ხდება უკრაინაში

Published on

ხერსონში წუხელ აფეთქებების ხმა ისმოდა. რუსი ოკუპანტები ქალაქს ტოვებენ, მაგრამ მავნებლობას არ იშლიან. როგორც ადგილობრივები იტყობინებიან. ღამის განმავლობაში ოკუპანტებმა ხერსონში რამდენიმე საქვაბე, საოლქო ენერგოსტრუქტურის შენობა და ტელეცენტრი ააფეთქეს. სამაგიეროდ, დნეპრის გადაცურვის დროს, საპონტონე ხიდებზე, უკრაინელებისგან ადეკვატური და დამაზარალებელი პასუხი მიიღეს.

როდის შევა ხერსონში უკრაინის არმია? უკრაინის თავდაცვის მინისტრი ამობს, რომ რუსი ოკუპანტები ქალაქიდან კვირის განმავლობაში გავლენ. უკრაინელი ჟურნალისტები კი წერენ, რომ ZSU-მ უკვე ალყაში მოაქცია ქალაქი და ხერსონის მისადგომებთან სროლის ხმა ისმის. ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.

ღამის განმავლობაში ტელეგრამ-არხებზე უამრავი ვიდეო და ფოტომასალა გავრცელდა, ხერსონისა და მიკოლაევის ოლქებში დასახლებების გათავისუფლების შესახებ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ერთი დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინელებმა 41 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.  

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...