“კორუფციის გამოფენა” თბილისის მერიასთან – სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ბანერები გამოფინეს სხვადასხვა წარწერებით. მათი თქმით, მერიაში კორუფცია და ეს გამოფენა კარგად ასახავს ამ სისტემურ პრობლემას
“კახა კალაძემ თავისი ცოლის მეჯვარეს ვაკეში 12 დოლარად მიწა სპორტკომპლექსის ასაშენებლად გადასცა”; “კახა კალაძემ თავის მეჯვარეს 16 მილიონის ღირებულების ქონება 1 ლარად გადასცა”…- წერია კალაძის უწყების წინ გამოფენილ ბანერებზე.
გარდა ამისა, პერფორმანსის ორგანიზატორებმა სიმბოლურად, აქციაზე ხმოვანი ჩანაწერიც ჩართეს – “მეტროსადგურ გოცირიძეს მატარებელი გაივლის გაუჩერებლად.”