გამთენიისას თბილისში მიშა კაპლანს ჩამოასვენებენ – უკრაინაში დაღუპულ მებრძოლთა სრული სია

0
239

უკრაინაში, ლუგანსკთან გმირულად დაცემულ ქართველ მებრძოლს მიშა კაპლანს (მიხეილ ყაფლანიშვილი) თბილისში გამთენიისას, 04:30-ზე ჩამოასვენებენ – მებრძოლის ცხედარს ორი დღის წინ კიევში დაემშვიდობნენ და პოლონეთში გადაასვენეს.

მიშა კაპლანი უკრაინაში 2022 წლის აპრილიდან იბრძვის. ის მონაწილეობდა განსაკუთრებით რთულ საბრძოლო დავალებებში, უკრაინის შეიარაღებული ძალების 92-ე ბრიგადის შემადგენლობაში.

მიშა კაპლანი შეტევითი მსვლელობის დროს, ჭურვის ნამსხვრევით დაიღუპა – მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც თანამებრძოლები ამბობენ, მიშა კაპლანი “როგორც სხვა დროს, იმ დღესაც ძალიან მაგრად იბრძოდა”.

მიშა კაპლანი უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე გერმანიაში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და უკრაინის მხარდამჭერ აქციებში იქედან მონაწილეობდა, შემდეგ კი ოჯახთან ერთად თბილისში გადმოვიდა. იყო მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი რუსთავის ციხესთან.

მიშა კაპლანს მეუღლე და ორი ქალიშვილი დარჩა.

2014-2022 წლებში, 2022 წლის 22 ოქტომბრის მონაცემებით, სულ უკრაინაში 34 ქართველი მეომარი და ორი მოქალაქეა დაღუპული, სულ 36 ადამიანი:

▪️ 2014 წელს, “ღირსების რევოლუციის” დროს, მაიდანზე დაიღუპნენ:

🎗 დავით ყიფიანი,
🎗 ზურაბ ხურცია.

▪️2014-2021 წ/წ. 12 მებრძოლი დაიღუპა:

🎗 ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 18.12. 14, ლუგანსკი,
🎗 თამაზ სუხიაშვილი, 17.01.15, დონეცკის აეროპორტი,
🎗 გიორგი ჯანელიძე, 18.04.15 შიროკინო, მარიუპოლი,
🎗 კოსტანტინე ლაშხია, 01.07.15 მარიუპოლი,
🎗 გიორგი ბარათელი, 08.08.15 ბუტოვკის მაღარო, დონეცკი,
🎗 ირაკლი ქუთელია, 09.12.15 ოპიტნოე, დონეცკი,
🎗რეზო წიკლაური, 29.04.16 ავდეევკა, დონეცკი,
🎗დავით გამსახურდია 08.10.16 ბუტოვკის მაღარო, დონეცკი
🎗დავით სიხარულიძე 11.05.17, ნოვოლუგანსკი,
🎗გიორგი სარალიძე, 31.10.17 დონეცკის აეროპორტი
🎗 გიორგი ხვიჩია, 2016, დონეცკის ოლქი
🎗დავით შარტავა 18.04.21 შიროკინო, მარიუპოლი.

▪️ 2022 წელს კი, ამ დრომდე, უკვე 22 მეომარია დაღუპული:

🎗 დავით რატიანი – ირპენი
🎗გია ბერიაშვილი – ირპენი
🎗ბახვა ჩიქობავა – მარიუპოლი
🎗დავით გობეჯიშვილი – ირპენი
🎗დავით მენაბდიშვილი – ხარკოვი
🎗ნიკოლოზ შანავა – ხარკოვი
🎗არკადი კასრაძე – ლუგანსკი
🎗ალიკა ცაავა – ლუგანსკი
🎗ზაზა ბიწაძე – ლუგანსკი
🎗ვიტალი ორბელაძე – იზიუმი
🎗ტელმან (ტატო) ბიგვავა – მარიუპოლი
🎗რატი შურღაია – იზიუმი
🎗 გიორგი გრიგოლია – ბახმუტი
🎗დანიელ გერლიანი – ზაპოროჟიე
🎗ალუდა ზვიადაური – სევეროდონეცკი
🎗კახა გოგოლი – ლუგანსკი
🎗ბერდია ჯოხაძე – ხერსონი,ნიკოლაევი
🎗გელა გოგია – დონეცკი
🎗კირილ შანავა – ლუგანსკი
🎗ედიშერ კვარაცხელია – ბახმუტი
🎗 მიშა კაპლანი (ყაფლანიშვილი) – ლუგანსკი
🎗ალექსანდრე (ალეკო) მარტიაშვილი.

– დიდება მათ ხსოვნას!

დიდება გმირებს!

ლუგანსკის ოლქში ახალი “კატიოლი” მზადდება – უკრაინელთა წინსვლა გრძელდება

წინა სტატიასომხეთის ხელისუფლებამ მარგარიტა სიმონიანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
შემდეგი სტატიარა უნდა ვიცოდეთ 26 ოქტომბრის დილით – სად რა ხდებოდა უკრაინაში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური